ახალი ამბების სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენი" დაინტერესდა კონკრეტულად რა იგულისხმა პოლონელმა დეპუტატმა ავგოჟა ტაკოშევსკიმ, განცხადებში, ,,ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ციხეში ცუდ პირობებში იმყოფება" და ადვოკატ ოთარ კახიძეს დაუკავშირდა. როგორც ოთარ კახიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს მისი დაცვის ქვეშ მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს ციხეში ოთხი თვის განმავლობაში არ ჰქონდა ტელევიზორი, ჩამორთმეული ჰქონა კომპიუტერიც, ამასთან არ ეძლევა ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა.
,, ვანო მერაბიშვილს ოთხი თვის განმავლობაში ჩამორთმეული ჰქონდა ტელევიზორი და მხოლოდ გუშინ დაუბრუნდა. ამავე დროს მას არ ეძლევა ხანგრძლივი პაემნის საშუალება ოჯახის წევრებთან. მას ასევე ჩამორთმეული ჰქონდა კომპიუტერიც, თუმცა შემდეგ დაუბრუნდა", _განაცხადა კახიძემ.
კითხვაზე მიმართეს თუ არა აღნიშნული პრეტენზიებით შესაბამის ორგანოებს კახიძე პასუხობს:
,,გავასაჩივრეთ სასამართლოში, ორი ინსტანციის სასამართლო მოვიარეთ. თუმცა მერაბიშვილს მაინც არ დაუბრუნეს ტელევიზორი სანამ არ გავიდა ოთხი თვე რაც კანონითაა განსაზღვრული", _განაცხადა კახიძემ.
მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩივის და თავს კარგად
შეგახსენებთ, რომ ციხეში მყოფი ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი პოლონელმა დეპუტატმა მოინახულა.როგორც ციხის დატოვების შემდეგ ავგოჟა ტაკოშევსკამ განაცხადა, ყოფილი პრემიერი ცუდ პიროებში იმყოფება და ოჯახის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.
"ჩემი ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპა არ ივიწყებს პოლიტიკურ პატიმრებს. დიახ, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და მე ამას ყველგან ვამბობ. საქართველოს ხელისუფლებამ შეიცვალა ევროპული კურსი, ამის დადასტურება, გარდა იმისა, რა მოვლენებიც დღეს საქართველში ხდება, ისიცაა, რომ მე უკვე მერაბიშვილი მეექვსედ მოვინახულე.ასევე, არ შეიძლია ჩემი აღშფოთება არ გამოხატო იმის გამო, რა პირობებშიც ის იმყოფება. მერაბიშვილს არ ეძლევა საკუთარი ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალება და თუ ის ხვდება თავის მეუღლეს, ან შვილებს, მინის მიღმა უწევს მათთან ლაპარაკი, რაც, ჩემი აზრით, ბარბაროსობაა. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო და ეს ბატონი არის ყოფილი პრემიერმინისტრი და როცა ყოფილ პრემეირს არ აქვს ამდენი ხნის მანძილზე ოჯახის წევრების ნახვის საშუალება, ესაა ბარბაროსობა", - განაცხადა მავგოჟა ტაკოშევსკამ.
პოლონელი დეპუტატი უახლოეს დღეებში გიგი უგულავას მონახულებასაც ითხოვს.