7 აპრილს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს კომპანია "PSP" დუშეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას უქმნის. ღონისძიების ინიციატორები "პსპ-აფთიაქის" ფარმაცევტები არიან, რომელთაც საქველმოქმედო თანხა შეაგროვეს, კომპანიის მენეჯმენტმა კი მათ მიერ შეგროვებული თანხა გაასამმაგა. სპეციალურად შეირჩა რეგიონის ბავშვთა სახლი - დუშეთის ბავშვთა სახლისთვის მათთვის საჭირო განსაკუთრებული საჩუქრები მომზადდა: კომპლექსური, მრავალფუნქციური ტრენაჟორი, კიმონოები, საკლასო ოთახის სკამები, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურის "მინი ბიბლიოთეკა", წიგნების თაროები, საკანცელარიო საქონელი, ოთახის ჩუსტები, სამზარეულოსთვის ხორცის საკეპი, მიქსერი, პირველადი საჭიროების მედიკამენტები, სააღმდგომო ნობათი.
ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ძიუდოში ვარჯიშობენ, ამიტომ 7 აპრილს მათ ოლიმპიური ჩემპიონი, "პეესპეს" მეგობარი ირაკლი ცირეკიძე ესტუმრება.