მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აუდიტორული კომპანია KPMG-ის მმართველ პარტნიორს დსთ-სა და საქართველოში ოლეგ გოშანსკის შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე.
„დღეს შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს, რომელიც მსოფლიო აუდიტორული კომპანიების ოთხეულში შედის და აქტიურად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, აღნიშნული ბაზარი ჩვენთან საკმაოდ კარგადაა განვითარებული და თითქმის ყველა უმსხვილესი კომპანიაა წარმოდგენელი, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სრულყოფილი მომსახურება ამ მიმართულებით. KPMG-ის წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რადგან მივიღეთ ინფორმაცია კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.