2015 წელს სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა ამოქმედდება, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან 2015 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა 800 000 ლარით დაფინანსდება.
პროგრამით მოსარგებლე პირები: სოციალურად დაუცველი 0-150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ასევე, განხორციელდება სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამა - 1 000 000 ლარი.
თბილისის მერის განმარტებით, პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი 150 000 და დაბალი ქულის მქონე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების მატერიალური დახმარება.