ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოს ინფორმაციით, ბიშკეკში არეულობის შედეგად საქართველოს მოქალაქეების არ დაშავებულან.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ყირგიზეთსა და ყაზახეთში საქართველოს სრულ უფლებიანი ელჩის პირველმა მდივანმა ეკატერინე რეხვიაშვილი განუცხადა.
"ყირგიზეთის დედაქალაქში ვითარება ამ დროისთვის კვლავ დაძაბულია, თუმცა საელჩოში არეულობის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რეხვიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ინფორმაცია ამ წუთებშიც მოწმდება.
გავრცელებული ინფორმაციით მილიციასთან შეტაკების დროს 6 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი მძევლად აიყვანეს და სახელმწიფო ტელევიზიის შენობა შტურმით აიღეს. დედაქალაქის ქუჩებში შეტაკებები გრძელდება.