ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ექპერტთა ჯგუფი ეწვია. ერთი კვირის განმავლობაში, საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებს სტატისტიკის სფეროში გამოცდილებას უზიარებდნენ. პროექტი საერთაშორისო და შიდა მოგზაურების კვლევების მეთოდოლოგიის მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. პროექტის მეორე ეტაპზე საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებს ტურიზმის სატელიტური ანგარიშების წარმოებაში დაეხმარებიან, რაც საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის კონტრიბუციას განსაზღვრავს. პროექტი ორგანიზაცია „GIZ"-ის დაფინანსებით ხორციელდება.