„რომპეტროლის" საწვავის ტალონების შეძენა ახალა უკვე სპეციალური მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი. ახალი ცენტრები კომპანიის კორპორატიულ კლიენტებს და იურიდიულ პირებს, სასურველი რაოდენობის ტალონების შესაძენად, 6 ნოემბრიდან მოემსახურებიან.
ტალონების გაცემის სერვის ცენტრები, სასტუმრო მეტეხი პალასის მოპირდაპირე მხარეს მდებარე რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურზე და სანზონაში, გურამიშვილის გამზ. #64-ში განთავსდა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სერვის ცენტრები, მოემსახურებიან მხოლოდ კორპორატიულ მომხმარებელებს, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება და უკვე განსაზღვრულია ბიზნესურთიერთობის ძირითადი პირობები. საწვავის ტალონების მისაღებად, მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს მისაღები საწვავის ტალონების შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მომსხურების ახალი ცენტრების გახსნამდე, რომპეტროლის საწვავის ტალონების შეძენა მხოლოდ კომპანიის სათაო ოფისში იყო შესაძლებელი.
„მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებელს კომფორტული გარემო და ხელსაყრელი პირობები შევუქმნათ. ამიტომ გავითვალისწინეთ მომხმარებლების თხოვნა და გადავწყვიტეთ ტალონების გაცემის პუნქტების შესაქმნელად ინვესტიცია განგვეხორციელებინა. შედეგად, ჩვენს კლიენტებს გაუადვილდებათ მათი აღება - გადატვირთული მოძრაობის გამო აღარ მოუწევთ დროის კარგვა და ქალაქის პერიფერიებშიც შეძლებენ საწვავის ტალონების მარტივად შეძენას. ვფიქრობთ, ეს მათთვის სასიამოვნო სიახლე იქნება" - აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.
სამომავლოდ, კომპანია მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად, სერვის ცენტრების გახსნას კვლავ გეგმავს.
რომპეტროლ საქართველო წარმოადგენს KazMunayGas International NV, ყოფილი რომპეტროლ ჯგუფის წევრს. კომპანიამ სახელი შეიცვალა 2014 წლის დასაწყისში, კომპანია KazMunayGas (KMG)-თან საქმიანობისა და ოპერაციების ინტეგრაციის შედეგად, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ოპერატორსა და ჯგუფის ერთადერთ აქციონერს. აერთიანებს რა 7000 თანამშრომელს 12 ქვეყანაში, KazMunayGas International NV. წარმოადგენს ერთ ერთ ყველაზე დამკვიდრებულ ნავთობკომპანიას რუმინეთში და მნიშვნელოვან მოთამაშეს შავი და ხმელთაშუა ზღვების ავზებში. კომპანია ძირითად აქტიურია გადამუშავებაში, დისტრიბუციასა და ვაჭრობაში. კომპანიის დამატებით ოპერაციებში შედის მოპოვება და წარმოება და სხვა სამრეწველო მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, EPCM და ტრანსპორტირება.