მსოფლიოს უძველესი და იტალიაში სიდიდით მესამე ბანკი Banca Monte dei Paschi di Siena იყიდება. ბანკმა გარიგების გადაფორმებლად UBS და Citi დაიქირავა.
ცოტახნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ UBS და Citi Monte dei Paschi -ს აქციათა ემისიას ამზადებდნენ, საუბარი იყო 2,5 მლრდ ევროს აქციაზე, რომელიც 2015 წლის II კვარტალში იგეგმებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, Monte dei Paschi-ს, 150 უმსხვილეს ბანკს შორის ველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ბანკის კაპიტალი დეფიციტი 2,11 მლრდ ევროს შეადგენს.
Monte dei Paschi-ს მიზანია, რომ აქციათა ემისიამდე ბანკის ახალი მეპატრონე იპოვოს და თუ მიზანი მიღწეული იქნება, მაშინ აქციათა ემისიაც საჭირო აღარ გახდება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წლის დასწყისიდან დღემდე ბანკის აქციათა ფასი 40 %-ით დაეცა და მისმა კაპიტალიზაციამ 3,4 მლრდ ევრო შეადგინა.
Monte Paschi-მა ოპერირება 1472 წელს დაიწყო და ის მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ბანკადაა მიჩნეული.