ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონებში კვების ობიექტების მომსახურე პერსონალის გადამზადებას აგრძელებს. ქუთაისის შემდეგ ტრეინინგები ზუდიდში გაიმართა. სამეგრელოში გამართულ კურსებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ზუგდიდის შემდეგ გადამზადებას მესტიის, ბაკურიანის, გუდაურის კვების და სხვა ტურისტული ობიექტების თანამშრომლები გაივლიან. ტრეინინგებში სულ 150-ზე მეტი კვების ობიექტის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
ტრეინინგების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ზეპირ ტესტირებას გაივლიან და შესაბამის სერთიფიკატს მიიღებენ. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
• კვების ბლოკში მომსახურე თანამშრომლის უფლება მოვალეობები: (მიმტანი, ბარმენი და ა.შ);
• თანამშრომლის ქცევა, ჩაცმულობა, დისციპლინა;
• ცვლის დაგეგმვა, პოზიციების და დავალებების განაწილება;
• რესტორნის მომზადება სტრუმრის მისაღებად.(მაგიდების გაწყობა, ჭურჭლის მოწესრიგება და ა.შ);
• მომსახურების ხარისხის კონტროლი (ღიმილი,სტუმრის მიღება, გაცილება და ა.შ);
• საკვები და სასმელი მენიუს შემადგენლობა, შეკვეთის მიღება, შეთავაზება,მომსახურება;
• ცხელი სასმელების სახეები და მომსახურება (მირთმევა);
• კომუნიკაცია რესტორანსა და სამზარეულოს შორის;
• ინვენტარის მოვლა და აღწერა. (რესტორანი და სამზარეულო);
• მომარაგების განყოფილების მუშაობის დაგეგმერება. მარაგების აღრიცხვა;
• ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.