2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამუშავებული ვარიანტი ბიუროზე დღეს დარეგისტრირდება, რომლის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში გარძელდება.
პროექტის განხილვის ფარგლებში, მიმდინარე კვირას საკანონმდენლო ორგანოში საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნორად ხადურსაც მოუსმენენ.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით,2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, დაახლოებით, 170 მილიონი ლარით გაიზარდა.
შეგახსენებთ, პარლამენტის მიერ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი ვარიანტის განხილვა 16 ოქტომბერს დასრულდა. ბიუჯეტის პროექტი მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და წინადადებებით უკან დაუბრუნდა.
საბოლოოდ, საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის დოკუმენტს კანონმდებლები, პლენარულ სხდომაზე, დეკემბერში დაამტკიცებენ.
მასალის გამოყენების პირობები