მთავრობის კანცელარია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 363 ათას ლარს მიიღებს. მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული თანხა მთავრობის 2-წლიანი მუშაობის გაცნობას მოხმარდება.
"საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საზოგადოებისათვის გასაცნობად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 363 000 ლარი", - აღნიშნული მთავრობის განკარგულებაში.