,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მთავრობამ 20-მილიონიანი პროექტი დამტკიცდა. როგორც ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა პროექტის ფარგლებში ენერგოდამზოგავი საწარმოო მასალების კომბინატი აშენდება სადაც, დაახლოებით, 60-70 ადამიანი დასაქმდება
,, აწარმოე საქართველოში" დღეს დამტკიცდა პროგრამის ახალი მიმართულება, ეს სარის სალიზინგო მიმართულება. მოგეხსენებათ, საქართველოში საწარმოო დანადგარები და ტექნოლოგიები საკმაოდ მოძველებულია. ამიტომ, არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო გაუწევს სუბსიდირებას და არსებული სალიზინგო კომპანიების მეშვეობით მიაწვდის გაიაფებულ სერვისებს პროგრამაში ჩართულ კომპანიებს. ეს ძალიან კარგი იქნება ახალი დანადგარების და ტექნოლოგიების იმპორტისთვის საქართველოში. რაც შეეხება ახალ პროექტს, ეს არის 20 მილიონიანი პროექტი, 19 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ეს არის ენერგოდამზოგავი საწარმოო მასალების კომბინატი, რომელიც კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და დაახლოებით 60-70 ადამიანი დასაქმდება", _განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, პროექტს კომპანია „იტონგი" ახორციელებს და მათ ექნებათ 2 წელი იმისთვის, რომ საწარმო აამუშაონ და პირველი პროდუქცია გამოუშვან.
"იტონგი" ძალიან ცნობილი საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდია და აღნიშნულ კომპანიას სამხრეთ კავკასიაში ექსკლუზივი ექნება ამ კონკრეტული პროდუქტის წარმოებასა და რეალიზაციაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.