გადამზიდავი კომპანიები ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილათ შეხვედრას ითხოვენ. ისინი მინისტრს აღნიშნული მოთხოვნით დღეს მიმართავენ და შეეცდებიან დააზუსტონ, როდის გაიმართება მასთან შეხვედრა.
გადამზიდავი კომპანიები „საფოსტო კავშირის შესახებ" ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ და საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტის გადაგზავნის შეჩერებას ითხოვენ.
მათი განმარტებით, თუ პარლამენტი კანონპროექტის ამჟამინდელ ვერსიას მიიღებს, 30 კგ-მდე ტვირთების და 2 კგ-მდე დოკუმენტაციის გადაზიდვაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ „საქართველოს ფოსტას" ექნება, რაც ბაზრიდან 40-მდე კომპანიის გასვლას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ საფოსტო კომპანიების წარმომადგენლებს პირადად შეხვდებოდა.