iPhone 7 იმდენად თხელი იქნება, რომ ყურსასმენების შესაერთებელი აღარ ექნება. ექსპერტების აზრით, სწორედ ასეთი ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდთან გამოსულ ტელეფონის მოდელებში, რომელთა სისქე თანდათან უფრო თხელდება.
ამ დროისათვის ბაზარზე გამოსასვლელად ემზადება ტელეფონი Vivo, რომლის სისქეც 3,85 მმ-ი იქნება. უკვე ნათელია, რომ აღნიშნული ტელეფონი Oppo R5-ზე უფრო თხელია, რომელიც ბაზარზე გასულ კვირაში გამოვიდა.
ახალ მოდელებში ტელეფონის კონსტრუქტორები, უარს ამბობენ სტანდარტულ 3,5 მმ სისქის აუდიო სტიკერზე და მას Bluetooth-მოწყობილობით ჩაანაცვლებენ.
რაც შეეხება iPhone, 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, მისი სისქე 5,4 მმ-ითაა შემცირებული.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Apple ბოლო პერიოდში ისე ათხელებს საკუთარ პროდუქციას და iPhone-ს, რომ მალე ტელეფონს აუდიო ყურსასმენის ადგილი აღარ ექნება.