ევროკავშირის წევრებმა 2013 წელს 7 მლნ ევრომდე შეცდომით დახარჯეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპის აუდიტის სამსახური ავრცელებს.
გასულ წელის შედეგებით შეცდომით გადახდილმა განაცემებმა ევროკავშირის ბიუჯეტის (148,5 მლრდ ევრო) 4,7 %-ი შეადგინა. შეცდომების ყველაზე დიდი წილი დაფიქსირებულია რეგიონალური პოლიტიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის (6,9 %) და სოფლის მეურნეობის (6,7 %) სფეროში
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, თანხების არასწორი ხარჯვის მაგალითებიცაა მოყვანილი. მაგალითისათვის, გერმანიის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების მიერ თანხები გამოყოფილი იყო მიწის დასამუშავებლად, რომლებიც უვარგისია სოფლის მეურნეობისთვის. ევროპის აუდიტის სამსახურში აღნიშნავენ იმასაც, რომ აღნიშნული არასწორი ხარჯები დაკავშირებული არ არის თანხების მითვისებასა და თაღლითობასთან.