"სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა გახდეს ნატოსა და დიდი ევროპული ოჯახის წევრი", აღნიშნულის შესახებ განცხადება კულტურისა და ძეგლტა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა. "ჯი-ეიჩ-ენი" მიხეილ გიორგაძის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"მიმაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არამართებულია. სახელმწიფოს სიძლიერე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის დგას ძლიერ ინსტიტუციებზე და სტრუქტურები გამართულად მუშაობენ.
მთავრობა ხალხის ნების პირდაპირი გამტარებელია, ჩვენი მოსახლეობის არჩევანი კი ცხადი და მყარია. ეს ევროპასთან ინტეგრაციაა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა გახდეს ნატოსა და დიდი ევროპული ოჯახის წევრი", - აღნიშნა გიორგაძემ.
მასალის გამოყენების პირობები