თიბისი ლიზინგი 4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხით დაფინანსდება.
აღნიშნულის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ხვალ, 6 ნოემბერს, 10:30 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, მოეწერება. სესხს თიბისი ლიზინგისათვის შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. მოზიდული თანხით თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნეს-ორგანიზაციებს დააფინანსებს.
ხელისმომწერ მხარეებს შორის არიან თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ლიზინგის დირექტორი ნანა მიქაშავიძე და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იჰსან უღურ დელიკანლი.
მასალის გამოყენების პირობები