ENG / RUS       12+

სოსო ცისკარიშვილი: ქვეყანაში სამთავრობო კრიზისია და განვითარებულ პროცესებში რუსული ინტერესები იკვეთება

რესპოდენტის შესახებ

ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილ ვითარებაზე ,,ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა, რომელიც მიჩნევს, რომ ქვეყანაში სამთავრობო კრიზისია.

_ ბატონო სოსო, შეიძლება იქვას, რომ საქართველოში სამთავრობო კრიზისია და იკვეთება თუ განვითარებულ პროცესებში რუსული ინტერესი?

_ სამწუხაროდ, თქვენს ორივე კითხვაზე დადებითი პასუხი უნდა გაგცეთ და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამის თქმის საფუძველი გამაჩნია.

_ კერძოდ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ გავნითარებულ პროცესებში რუსული კვალი იკვეთება?

_ ის რაც არ შედის საქართველოს ინტერესებში, შედის რუსეთის ინტერესში. პროკურატურის მხრიდან როცა აშკარა მცდელობაა მისი გაუაზრებელი ქმედებებით ჩრდილი მიააყენოს ქართულ ჯარს, ქართულ თავდაცვას ეს ,რასაკვირველია, არ არის არც საქართველოს, არც ევროატლანტიკური სივრცის ინტერესებში, ეს ემსახურება რუსეთის ინტერესებს. დღეს ისინი ალბათ კმაყოფილნი იქნებიან, რადგან გარკვეული შეფერხება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში შეიტანეს.

_ უახლოეს პერიოდში, როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური ცხოვრება?

_ მგონია, დიდი რწევები არ იქნება.

_ ვადამდელ საპარლამნეტო არჩევნებს უნდა ველოდოთ?

_ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაველოდებით იმ შემთხვევაში თუ ,,ქართული ოცნება" ჩათვლის, დღევანდელი მათი რეიტინგი უფრო მაღალია ვიდრე მათი შესაძლო რეიტინგი იქნება 2015-2016 წლებში.

_ უახლოეს პერიოდში რადიკალური პოლიტიკური ცვლილებებს თუ არ უნდა ველოდოთ, მაშინ გამოდის რომ საქართველოში რუსული გეგმა განხორციელდება?

_ ეს დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობაზე, მათი ინფორმირებულობის ხარისხზე. იმედი მაქვს, დაფარული არაფერი დარჩება. თავისთავად ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს სათავეში ედგება არა სამოქალაქო პირი როგორიც იყო უკანასკნელი ალასანიას სახით, არამედ კაკებეს პოლკოვნიკი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ოფიცერი და ესეც რა თქმა უნდა მომხიბვლელია რუსეთისთვის.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

ავტორი: . .