რუსეთის ეროვნული ვალუტა უფასურდება. დღეს დილით მოსკოვის საფონდო ბირჟაზე დოლარის კურსმა 44,98 რუბლი შეადგინა, მოგვიანებით კი რუბლი 40 კაპიკით გამყარდა და დოლარის კურსი 44,5 რუბლით განისაზღვრა.
ევროს კურსი ამ დროისათვის 55,8 რუბლს შეადგენს. ფინანსური ექსპერტები რუბლის კურსის გაუფასურებას დასავლეთის სანქციებს, ნავთობის გაიაფებასა და რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ საკურსო პოლიტიკის პარამეტრების შეცვლას უკავშირებენ.