კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ამჯერად ფხენიანის ლიდერი სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში საკუთარი რეზიდენცია ინმა პირველად დატოვა, რამაც მისი ჯანმრთლობის შესახებ სერიოზული ეჭვები წარმოშვა.
დაუზუსტებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა, რისთვისაც ფხენიანს საუკეთესო ევროპელი ქირურგები ჰყავდა მიწვეული.