ხელისუფლებების მხრიდან Facebook-ის მიმართ მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა გაიზარდა. კომპანია Facebook-ში განმარტავენ, რომ ასეთი მოთხოვნები ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია.
"ეს წელს 4 ჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე თუნდაც გასულ წელს".
კომპანიაში განმარტავენ, რომ აცნობიერებენ და სცნობენ სახელმწიფოს ინტერესს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, თუმცა მიიჩნევენ, რომ მიმართვები უნდა იყოს სწორად ფორმულირებული, შეესაბამებოდეს კონკრეტულ მიზანს და ექვემდებარებოდეს სასამართლო ზედამხვედველობას.