მომავალი არჩევნები იქნება ძალიან განსხვავებული, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში"
"მთავარი ამოცანა არის დღეს, დავინახოთ ზუსტად თუ საითკენ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა, რა უნდა გავაკეთოთ პოლიტიკურმა ძალებმა იმისთვის, რომ არ მოხდეს ევროპული ღირებულებების კურსიდან გადახვევა და კომპეტენტური ხალხის ხელში იყოს ხელისუფლება და პარლამენტი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი არჩევნები იქნება ძალიან განსხვავებული. წინა არჩევნები იყო არჩევნები, როდესაც რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდა ყველა სხვადასხვა ღირებულებების პარტიები და ორგანიზაციები. მომდევნო არჩევნები იქნება სწორედ ღირებულებების ირგვლივ შეკრული პოლიტიკური გაერთიანებების არჩევნები. ეს კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა ალასანიამ.