სომხეთის პერზიდენტის ძმამ ალექსანდრე სარგსიანმა რესტორანში ცეცხლი გახსნა. ასეთ ინფორმაციას სომხეთის მედია-საშუალებები ავრცელებენ.
პრზიდენტის ძმა ამ დრომდე მომხდარ ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.
მედია-საშუალებების ცნობით, ალექსანდრე სარგსიანმა რესტორანში სიმღერა შეუკვეთა. მომღერალმა სიმღერის შესრულება მოგვიანებით დააპირა. ამის გამო აღშფოთებულმა სარგსიანმა მას ფეხებში რამდენჯერმე ესროლა. სროლის შედეგად არავინ დაზარალებულა.
საინფორმაციო საშუალებები და ოპოზიციური პარტიები ალექსანდრე სარგსიანს წესრიგის დარღვევაში არაერთხელ ადანაშაულებდნენ. ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, პრეზიდენტის ძმა 2009 წლის ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო უბნებზე უამრავ დარღვევაში შეიმჩნეოდა.
ალესანდრე სარგსიანი სომხეთის პარლამენტის დეპუტატი და მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრია.