ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2015 წლის 1-ელი სექტემბრიდან, პედაგოგებს ხელფასი გაეზრდებათ. როგორც მინისტრმა განამარტა, მასწავლებლების საბაზისო ხელფასი 50-ლარით, ხოლო მაღალი კატეგორიის პედაგოგთა შემოსავალი 200-ლარით გაიზრდება.
,,მასწავლებელთა ხელფასი ახალი სასწავლო წლიდან, ანუ 1-ელი სექტემბრიდან გაიზრდება, საბაზისო ხელფასი 50- ლარით, ასევე მაღალი კატეგორიის პედაგოგთა ხელფასი გაზრდა, დაახლოებით, 200- ლარით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.