2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შემდეგ ცვლილებები შევიდა და შესაბამისად როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ბევრ სამინისტროს დაფინანსება გაეზარდა. მათ შორისს შსს, თავდაცვისა და სპორტის სამინიტროს. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ხადურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თითოეული უწყების დაფინანსება 15 მილიონი ლარით გაზიარდა.
,,თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 15 მილიონი ლარით გაეზარდა, 15 მილიონი ლარით გაეზარდა დაფინანსება შსს და სპორტის სამინისტროს", _განაცხადა ხადურმა.
საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი ვარიანტში თავდაცვის უწყებისთვის გათვალისწინებული იყო 625,0 მლნ ლარი, შსს_ 600,0 მლნ ლარი; ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის 55,0 მლნ ლარი.