მახაჩკალა-გუნიბის ავტომაგისტრალზე უცნობმა შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს მანქანიდან ცეცხლი გაუხსნა.
საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. სამართალდამცავთაგან არავინ დაშავებულა.
თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
ინციდენტამდე ერთი დღით ადრე პოლიციელებს თავს „სოგრატლინის" დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი აბდულკადი გუსენოვი დაესხა, რომელიც საპასუხო სროლის შედეგად დაიღუპა.