ჯონ მაკკეინი კოსმოსის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს.
ამერიკელი სენატორის თქმით, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დღემდე ვერ გაანალიზა, რომ კოსმოსური მისიების შესასრულებლად ადგილობრივი წარმოების რაკეტებია საჭირო.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ პრობლემა, რომელიც კოსმოსურ განვითარებაში გვიშლის ხელს. ნასა დღემდე რუსულ ძრავებზეა დამოკიდებული,"-განაცხადა მაქქეინმა „ფოქს ნიუსის" ეთერში.
კრიტიკული განცხადებით ამერიკელი სენატორი გასულ კვირას ამერიკული კოსმოსური ხომალდის, SpaceShipTwo-სა და რაკეტა Antares-ის ჩამოვარდნის ფაქტებს გამოეხმაურა.
კატასტროფის მიზეზად ექსპერტთა ნაწილმა რუსული ძრავების გაუმართავობა დაასახელა.