საწვავი ნიუ იორკში რძეზე იაფი ღირს. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრად დაცემის გამო ბენზინის ღირებულება შეერთბულ შტატებში მკვეთრად შემცირდა და გალონზე 3 დოლარი შეადგინა.
ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, ლიტრი საწვავის ღირებულება დღეისათვის შეერთებულ შტატებში 79 ცენტს შეადგენს.
ცნობისათვის, გალონი რძის ფასი ამერიკაში 3,73 დოლარამდე მერყეობს.