ჩინურმა Lenovo Group Ltd-მა Google Inc-გან Motorola Mobility-ს გამოსყიდვის პროცესი დაასრულა. გარიგება Lenovo-ს 2,91 მლრდ დოლარი დაუჯდა.
იმავდროულად Lenovo-მ Google-ს 228,5 მლნ დოლარიც გადაიხადა, რაც უკანასკნელმა კომპანია Motorola-ს ფინანსური შეფასებისათვის დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ Lenovo-Google-ის გარიგება უმსხვილესია, რაც ჩინურ კომპანიას ტექნოლოგიურ სფეროში აშშ-ს რომელიმე კომპანიასთან გაუფორმებია. თავის ხმრივ კი გარიგება უფრო მეტ წარმატებას მოუტანს Lenovo-ს სმარტფონების ბაზარზე და ასევე ჩინურ ბაზარზე ლიდერობასაც მოაპოვებინებს.
Lenovo-მ Motorola Mobility-ს შეძენით, იყიდა 2 ათასი პატენტი და ასევე უფლება მოიპოვა Google-ის ინტელექტუალური საკუთრება საკუთარ სმარტფონების წარმოებაშიც გამოიყენოს.