სილამაზის ცენტრი "Styleline Studio" საქართველოში ამერიკული ბრენდის "NORVELL" ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "Styleline Studio"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თეო ყურაშვილმა განაცხადა, "NORVELL"-ი აშშ-ში საკმაოდ ცნობადი ბრენდია და ის საკმაოდ პოპულარულია ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავებში. "NORVELL"-ი ამ დროისათვის ამერიკული "ცეკვავენ ვარსკვლავების" გენერალური სპონსორია.
თავად "NORVELL"-ი სხეულის სილამაზისა და ესთეტიკის მხრივ საკმაოდ მრავალ ხაზს მოიცავს, თუმცა ორიენტირი მაინც სხეულის დროებით დაფერვაზე აქვს აღებული. "NORVELL"-ი სხვა კონკურენტებისგან განსხვავდება იმით, რომ რუჯი კეთდება ყოველგვარი აჭრელების გარეშე და წარმოადგენს 100%-ით ნატურალურ პროდუქციას. რუჯი მოიცავს 4 ფერს და 2 კვრის განმავლობაში ძლებს. "NORVELL"-ის პროდუქციის გამოყენება შესაძლებელია ორსულთათვისაც. რაც შეეხება ფასს ის საკმაოდ ხელმისაწვდომია და როგორც სილამაზის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, "Syleline Studio"-ში სხეულის დროებითი დაფერვა სულ რაღაც 29 ლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ სულ მალე "Styleline Studio" გაფართოვდება. თეო ყურაშვილის განმარტებით, წლის ბოლომდე "NORVELL"-ის ქსელი გაიხსნება და თბილისს "Styleline Studio"-ს მეორე სალონი შეემატება, რომელიც დაფერვაზე იქნება ორიენტირებული და არა სალონურ მომსახურეობაზე.
"Styleline Studio" თბილისში თაყაიშვილის 4-ში მდებარეობს. ტელ: 223 82 82