მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში მესამედ აღინიშნება. ვითიბი ბანკი დაზოგვის დღის აღსანიშნავად, ჩაერთო სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც თბილისში და ქუთაისში გაიმართება. კერძოდ ქ. თბილისში, რიყის პარკში 1 ნოემბერს, ხოლო ქ. ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ლ. მესხიშვილის თეატრის წინ 2 ნოემბერს გაიმართება. ბავშვებს და მათ მშობლებს კომპანია ,,მულტი პულტის სამყარო" ორივე ქალაქში 14:00 საათიდან უმასპინძლებს სპეციალური გასართობი პროგრამით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ცეკვა-თამაშს, შეჯიბრს, გამოცანას, იუმორისტულ და შემეცნებით ნაწილს.
ვითბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიმ განაცხადა:
ვითიბი ბანკი უერთდება დაზოგვის დღის აღნიშვნას საქართველოში, რადგან ჩვენ გვესმის დაზოგვის კულტურის ამაღლების მნიშვნელობა და საჭიროება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს საზოგადოებაში სწორ დამოკიდებულებას აყალიბებს დანაზოგის შექმნის მიმართ. რაზედაც მთლიან საბანკო სექტორში დეპოზიტების პორტფელის ყოველწლიური ზრდა მეტყველებს.
მასალის გამოყენების პირობები