ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით , პრეს - ტურის ფარგლებში საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალრეიტინგული მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მოწვეული ჟურანლისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ათვალიერებენ თბილისს, მცხეთას და კახეთის რეგიონს.
ტურის ფარგლებში აქცენტი ტურიზმის სხავდასხვა სახეობებზე კეთდება. გამომდინარე იქედან რომ მოდის ინდუსტრია ერთერთი მაღალშემოსავლიანი და პოპულარული ინდუსტრიაა, და ღონისძიების მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა , აღნიშნული პრეს ტური ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისის მოდის კვირეულს დაამთხვია, რადგან ღონისძების გაშუქება საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
მოწვეულ ჟურნალისტებს შორის არიან : Harper Bazaar , Nargiz Magazine, Buro 24/7 , the Vanderlust City Guide, Grazia, natachasteven.com, bazar.ru. ასევე ნატალია ზახაროვა და მურად ოსმანი ცნობილი ფოტოპროექტის Folow me- ს შემქნელები. პროექტის განხორციელება მათ თბილისში გუშინ დაიწყეს და ფოტოები ძველ თბილისში, ფუნიკოლიორზე და ქალაქის სხვადასხვა უბანში გადაიღეს. დღეს კი ყაზბეგს სტუმრობენ.