სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში" გერმანული პროდუქტების ფესტივალი დაიწყო. 1-ელი ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით ერთგულ მომხმარებელს საშუალება ექნება 20%-მდე ფასდაკლებით შეიძინოს უმაღლესი ხარისხის გერმანული G&G-ს, EDEKA-ს, ELKOS-ს, GOURME-ს, WESERGOLD-ის, KUCHEN MEISTER-ის თუ სხვა ცნობილი ბრენდების პროდუქცია „სმარტის" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
"სმარტის: მარკეტინგის დირექტორის ნატალია დარჩიაშვილის თქმით, „სმარტის" სუპერმარკეტებში მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს გერმანული პროდუქტებით დაკომპლექტებული სასაჩუქრე ნაკრებები ფასდაკლებით და დააგემოვნებს გერმანული ტრადიციული რეცეპტებით მომზადებულ კერძები.
ფესტივალის გახსნის ცერემონიალს ვაკის „სმარტში" სპეციალური სტუმარი KUCHEN MEISTER-იდან, ტამარა მელიჰი დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ "სმარტი" და ზოგადად "ვისოლ ჯგუფი" KUCHEN MEISTER-სათვის საიმედო პარტნიორია.
"ხარისხი დეტალებში" „სმარტის" ყოველ ახალ შეთავაზებაშიც რომ იგრძნობოდეს, ბოლო პერიოდში გადავწყვიტეთ მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ევროპული წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების არჩევანი. გერმანული პროდუქცია კი გამოირჩევა ხარისხით და ევროპული პროდუქტების იმპორტის მეტი წილი„სმარტში" სწორედ გერმანულ პროდუქტებს უჭირავს. გერმანული პროდუქტების ფესტივალის ფარგლებში, გვსურს ერთგულ მომხმარებელს უკეთ გავაცნოთ გერმანული წარმოება და სპეციალური შეთავაზებებით უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ყველასათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომიგავხადოთ. ფესტივალის ფარგლებში „სმარტში" შექმნილი გარემო კი „სმარტის" უნიკალურ გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის ", განაცხადა „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის 25 000-მდე დასახელების პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა" „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.