ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება. თუ რა ეღირება მფრინავი ავტომობილი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა განმარტავენ, რომ მისი ფასი ავტომობილისა და საშუალო სიდიდის თვითმფრინავის ფასს შორის იქნება.
პირველი მფრინავი ავტომობილის - AeroMobil 3.0 პრეზენტაცია ვენაში Pioneers Festival-ზე მოხდა. ავტომობილი ტრასაზე 160 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს, ხოლო ჰაერში კი 200 კმ/სთ სიჩქარეს.
იმისათვის, რომ აღნიშნული ავტომობილის შეძენა მოხდეს, ჯერ მსურველმა ფრენის ლიცენზია უნდა წარადგინოს.