"რუსთავი 2"-ის" გენერალური დირექტორი პროექტ "ნიჭიერის" კონკურსანტთან ამალია ჯიბლაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ კონკურსანტმა ცოცლად იმღერა და არა ფონოგრამით.
"არხის სახელით მინდა განვაცხადო:
1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარომოიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით;
2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშვებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელი ეთერში გამოსახულების და ხმის აცდენა;
3. არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად, "ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე.
4. თუ რაიმე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს "სხვა შუადღეს".
ps ეს პირადად ჩემგან: მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა ლუზერებმა 2 დღეც ვერ აიტანეს არსაიდან მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა. სამარცხვინო ბოღმები", - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ანრი ჯოხაძემ "ფესბუკის" საკუთარ გვერდზე ამალიას გამოსვლის ვიდეოს თან დაურთო საკუთარი სიტყვები: გონი ჩვეულებრივად გვაჭამეს ამალია მაკააააარრრრ მოგვატყუეს მაკაააარრ !!!". იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ "ბრაოს" მონაწილის გიორგი ბერიძის მხარდამჭერი პარლამენტარი გოგა ხაჩიძე ვეღარ იქნება. როგორც ირკვევა, ხაჩიძემ ამალია ჯიბლაძის სიმღერის ცოცხლად შესრულებაში ეჭვი შეიტანა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ვნახე ეს ვიდეო... ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სიტუაციას ფონოგრამის სუნი ასდის".