მთავრობამ რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიზნით სპეციალური კომისია შექმნა. როგორც ჟურნალისტებთან მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს და მისი ძირითადი ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის განსაზღვრა იქნება.
,,მთავრობამ მიღო დადგენილება რომლის მიხედვით, მთავრობის სათათბირო ორგანოდ ჩამოყალიბდა კომისია რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. შესაბამისად აღნიშნულ კომისიას ეწოდება რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისია", _განაცახდა მთვრობის სხდომის შემდეგ თადუმაძემ.
მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობაში შედის თითქმის ყველა მინისტრი, გარდა სახელმწიფო მინისტრებისა, ასევე გუბერნატორები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. როგორც თადუმაძემ განაცხადა კომისიაში მუშაობა ასევე ეთხოვა პარლამენეტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, მისმა პირველ მოადგილეს და პარლამენტის დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს.