31 ოქტომბერს, 17:00 საათიდან მხოლოდ 00:00 საათამდე შეგიძლიათ "ელიტ ელექტრონიქსში" მიიღოთ თქვენი ასაკის შესაბამისი ფასდაკლება.
ნებისმიერ მომხმარებელს ვინც 31 ოქტომბერს მივა "ელიტ ელექტრონიქსის" ნებისმიერ მაღაზიაში 17:00 საათიდან 00:00 საათამდე შეძლებს გამოიყენოს თავისი ასაკი იმისათვის, რომ ისარგებლოს ფასდაკლებით და რაც მთავარია, რაც უფრო მეტი იქნება მისი ასაკი მით უფრო დიდ ფასდაკლებას მიიღებს.
ყველას ვისაც ექნება სურვილი ისარგებლოს აღნიშნული აქციით, შეეძლება თავისი ასაკის წლები ფასდაკლებად გამოიყენოს. რადგან ეს ხშირ შემთხვევაში არ იქნება მნიშვნელოვანი ფასდაკლება, პროდუქციის კატეგორიების მიხედვით ეს ასაკი გამრავლდება 1-ზე, 2-ზე ან 3-ზე.
იმისათვის რომ მიიღოთ ფასდაკლება აუცილებელია მომხმარებელმა მაღაზიაში წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აქცია მოქმედებს "ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში წარმოდგენილ ყველა ტექნიკაზე და ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით, ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ბანკთან.
ასევე, თუ გსურთ რომ ყველაზე დიდი არჩევანი მიიღოთ, გირჩევთ მობრძანდეთ "ელიტ ელექტრონიქსის" ყველაზე დიდ მაღაზიაში რომელიც ქავთარაძის #1-ში მდებარეობს.