„ტექნო ბუმის" გრანდიოზული გათამაშების ფინალური ეტაპი ახლოვდება. მომხმარებლები, რომლებიც გათამაშების პირდაპირ ეთერს ყოველთვე დიდი სიხარულით ელოდებიან, „ტექნო ბუმისგან" სულ უფრო მეტ სიურპრიზს, საჩუქარსა და განსაკუთრებულ შეთავაზებას მიიღებენ.
კომპანიის ინფორმაციით, გათამაშების მეშვიდე ეტაპში მონაწილეობისთვის სულ რაღაც ორი დღე რჩება. სწორედ ამიტომ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 30 ოქტომბერს 17:00-დან 23:00 და 31 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში, მომხმარებლები ყველა დასახელების ტექნიკას მასშტაბური, 50%-მდე ფასდაკლებით შეიძენენ , თითო ტექნიკაზე კი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებს. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ მსოფლიო ბრენდების ტელევიზორებზე, მაცივრებზე, სარეცხ მანქანებზე, გაზქურებზე, მტვერსასრუტებზე, ასევე წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე სენსაციური ფასები მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებს.
გარდა ამისა, პარალელურად, გრძელდება აქცია „შეცვალე ძველი ახლით", როლის ფარგლებშიც ძველ გამოუსადეგარ მაცივარსა და სარეცხ მანქანაში-200 ლარს, ხოლო მობილურ ტელეფონში 100 ლარს მიიღებთ და მას ახალი, მსოფლიო ბრენდების ტექნიკით ჩაანაცვლებთ. აქცია მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება.
აქციების გარდა, ყველა მომხმარებელს, ვინც „ტექნო ბუმში" ტექნიკას შეიძენს, ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას მიიღებს და ასევე საჩუქრად გადაეცემა „ტექნო ბუმის" გრანდიოზული გათამაშების ბილეთი. „ქართულ ბაზარზე ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო გათამაშების ფინალი ახლოვდება. გასათამაშებელი დარჩა ოთხი Mercedes Benz-ი, ოთხი ოროთახიანი ბინა თბილისში და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი- ნახევარი მილიონი ლარი. „ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება მომხმარებლის მხრიდან ინტერესი და კიდევ უფრო მეტ მყიდველს სურს, გრანდიოზულ გათამაშებაში ჩართვა. სწორედ ამიტომ კომპანია „ტექნო ბუმი" ყველას აძლევს შანსს, 50%-მდე ფასდაკლებით ყველა დასახელების ბრენდული ტექნიკა შეიძინონ და ამავდროულად ჩაერთონ ჩვენს გრანდიოზულ გათამაშებაში"- აცხადებენ „ტექნო ბუმში".
„ტექნო ბუმის" გრანდიოზული ფასდაკლების აქციასა და გათამაშებაში ჩართვა, თბილისის გარდა, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთსა და ახალქალაქშია შესაძლებელი.