აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ კურტ ტონგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების საქმიანობის 2 წლიანი ანგარიში მოიწონა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის ანგარიში იყო მკაფიო მიზნებზე გათვლილი და პოზიტიურ ნაბიჯებზე ორიენტირებული. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მანვე კმაყოფილება გამოთქვასაერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის გამო, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა. კურტ ტონგმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების ზრდას.
მასალის გამოყენების პირობები