ბიზნესის წარმოების სიმარტივის საქართველოს რეგიონში 189-დან მე-15 ადგილზეა. კვლევა სახელად „ბიზნესის წარმოება 2015: ეფექტიანობაზე მეტი" მიუთითებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ადგილობრივი მეწარმეებისთვის არსებული ბიზნესის მარეგულირებელი გარემო გაუმჯობესდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების გაგრძელებაა.
საქართველოს ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ ევროპისა და ცეტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უჭირავს. ის მე-15 ადგილზეა, 189 ქვეყნიდან.
კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე სინგაპური გავიდა. საუკეთესო ათეულში ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი მარეგულირებელი გარემოს არსებობის მხრივ შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი (ჩინეთი); დანია; კორეის რესპუბლიკა; ნორვეგია, ამერიკის შეერთებული შტატები; გაერთიანებული სამეფო, ფინეთი და ავსტრალია.