ბრიტანეთის ინოვაციების ცენტრმა (Centre for Process Innovation) უილუმინატორო თვითმფრინავის შექმნის კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო, რომლის დასრულებას 10 წელიწადში გეგმავს.
როგორც The Daily Mail იუწყება, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მძიმე მინას ულტრა თხელი, რბილი ეკრანით შეცვლიან, რაც მგზავრს ბორტს მიღმა ცქერის გარდა, მისცემს საშუალებას, რომ ის ინტერნეტ სერფინგადაც გამოიყენოს.
როგორც იდეის ავტორები განმარტავენ, კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ თვითმფრინავის წონა შემცირდეს, რაც შეამცირებს საწვავის მოხმარების რაოდენობას და შესაბამისად ბილეთის ფასს გააიფებს. CPI-ის გათვლებით, წონის 1 %-ით შემცირების შემთხვევაში 0,75 %-ი საწვავის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.
დაგეგმილია, რომ ეკრანები OLED-სგან დამზადდეს, რომელიც დღეს მობილურ ტელეფონებსა და ტელევიზორებში გამოიყენება. თუმცა მთავარი პრობლემა მისი ფასი და ტენიანობის მიმართ მისი მაღალი მგრძნობელობაა.