დღეს, 28 ოქტომბერს, 14.00 საათზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე დეპუტატები 2015 წლის პროგრამულ ბიუჯეტს განიხილავენ.
შეხვედრას თბილისის მერის მოაგილე გიორგი ხელაია, მერიის საფინასო სამსახურის უფროსი ლევან თევზაია და რაიონების გამგებლები დაესწრებიან. გამგებლები თავიანთ რაიონებში არსებულ პრობლემებს წარმოაგენენ და პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.