დღეს , 28 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართება.
სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 18:00 საათზე შედგება.
სხდომაზე განხილული იქნება აფხაზეთში ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება.
წინასწარ ცნობილია, რომ სხდომას საბჭოს სამი მუდმივმოქმედი წევრი - შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრები არ დაესწრებიან. ისინი გამოუცხადებლობის მიზეზად უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებს ასახელებენ.