ყველაზე ეფექტური სტენდი და გამოფენის აქტიური მონაწილე, ამ ტიტულებით პოზნანის საერთაშორისო გამოფენა „Tour Salon 2014"-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დააჯილდოვეს. გამოფენის პრეზიდენტმა ანდრეი ბირტმა ადმინისტრაციას სპეციალური სიგელი გადასცა.
„Tour Salon 2014" 23-25 ოქტომბერს გაიმართა. ტურისტულ გამოფენაში 30-ზე მეტი სახელმწიფო მონაწილეობდა. გამოფენაზე საქართველოდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 19 კომპანია იყო წარმოდგენილი. 3 დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდათან დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო. გამოფენის მონაწილეებს საქართველოს შესახებ ბუკლეტები დაურიგდათ.
„Tour Salon 2014"-ის გახსნაზე პოლონეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. კონფერენციაზე ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნინო ნიჟარაძემ სტუმრებისათვის მოაწყო პრეზენტაცია „საქართველო- სიცოცხლის ქვეყანა." აჭარის ტურიზმის დეპარტემენტის წარმომადგენელმა პოლონეთში, მიხეილ ჯანოვსკიმ კი აჭარის რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ ისაუბრა.