2015 წელს, თბილისში EBRD-ის წლიური შეხვედრა გაიმართება, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, თანამდეროვე მსოფლიოში ქვეყანას კიდევ ერთხელ სათანადოდ წარადგენს.
"ჩემი ინიციატივით საქართველოში ფუძნდება „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი", რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2 წლიანი მუშაობის შეჯამებისას და განაცხადა, რომ ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდი ლარით და გახდა სოციალურად ორიენტირებული.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდოთ წარმოების განვითარებაში, რადგან სწორედ წარმოების განვითარებაა ეკონომიკის აღმავლობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარანტია. სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის სტიმულირებისა და ხელშეწყობის ასეთ მასშტაბი, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ, ბევრ ქვეყანას არა აქვს.
წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაუწევდა რეკომენდაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარებისთვის, თუმცა ეს ცარიელ სიტყვებად რჩებოდა. დღეს ყველა ეს რეკომენდაცია შესრულებულია და ამაში სახელმწიფოს უდიდესი წვლილია",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.