"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე 6 პროცენტია", - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2 წლიანი მუშაობის შეჯამებისას გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, რეგიონში ჩვენი ქვეყანა არის პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის - მეორე ადგილზე.
"რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგის - Fitch" და „Moody's"
მიხედვით, საქართველოს პოზიციები სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ხოლო „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში" 19 საფეხურით დავწინაურდით.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გახდა უფრო ძლიერი და ეფექტური, საფინანსო ინსტიტუტები კი უფრო სანდო და წარმატებული"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.