25 ოქტომბერს თბილისის ზღვაზე „ჰაიდელბერგცემენტის" მიერ ორგანიზებულ„თბილისიმარათონი 2014-ზე""ვისოლ ჯგუფმა" „ვისოლის", „სმარტის" „ვენდის" და „ვიანორის" გუნდებით იასპარეზა.
ღონისძიება თბილისის მერიის, გერმანიის საელჩოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით თბილისი ზღვაზე გაიმართა. ქალაქ თბილისის მერმა, გერმანიის ელჩმადა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა „თბილისიმარათონის"მონაწილეებს სტარტი 10 საათზე მისცეს და 2000-მდე ადამიანი გახდა ქველმოქმედების მონაწილე. „ვისოლ ჯგუფი"პროექტის მხარდამჭერი იყო და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფიდან 70-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სოციალურ პროექტში.
ნახევარმარათონზერეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგდება „ჰაიდელბერგცემენტის" მიერ და ბედიანის ბავშვთა ცენტრის მშენებლობასა და კეთილმოწყობას მოხმარდება.
წელს, პირველად „თბილისიმარათონის" ისტორიაში, ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში „ჰაიდელბერგცემენტს"ეხმარებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები, რომლებიც ასევე დასაქმებულებიიყვნენ ნახევარმარათონის დღეს და სტარტიც აიღეს დანარჩენ მონაწილეებთან ერთად. გარდა ამისა, „თბილისიმარათონში" ჩაერთო საქართველოში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი კომპანია coop.ge, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიების დღეს ყველა სახის მაკულატურისა და პლასტიკატის დახარისხებას და შესაბამისი კატეგორიის სპეციალურ ნაგვის ურნებში განთავსებას უზრუნველყოფს, რომელსაც კომპანია ნაგვის გადამამუშავებელ საწარმოებს გადასცემს.
„ჰაიდელბერგცემენტის" სოციალური პროექტი „თბილისიმარათონი" - პირველი ნახევარმარათონია საქართველოში, რომელიც წელს უკვე მესამედ გაიმართება თბილისის ზღვაზე. „ჰაიდელბერგცემენტი" არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიო 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული.