23 ოქტომბერს საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ITU-ს ჰუალინ ჟაო უხელმძღვანელებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკაში ქალაქ ბუსანში მიმდინარე პლენარულ კონფერენციაზე (20 ოქტომბერი - 7 ნოემბერი) ასევე აირჩევა საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) თავმჯდომარის მოადგილე და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელი პირები.
ITU-ს პლენარულ კონფერენციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი და კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი რატი სხირტლაძე ესწრებიან. ასევე, კონფერენციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯემალ ვაშაკიძე და სსიპ „საქართველოს ტექნოლოგიების და ინოვაციების" ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე ესწრებიან.