ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც რუსეთის დახმარებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი აქვთ "ცივი წყალი გადაასხა".
"სეპარატისტები არა თუ მათ კონტროლირებად ტერიტორიებზე აცხადებენ პრეტენზიებს, ახლა უკვე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიების წართმევაზე ოცნებობენ იმ პოლიტიკოსების დახმარებით, ვინც რუსეთის იმედზეა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ და აქვე დასძინა, რომ კოკოითიმ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც რუსეთის დახმარებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი აქვთ "ცივი წყალი გადაასხა".
მისივე შეფასებით, კოკოითის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები პრორუსული ორიენტაციის მქონე ქართველი პოლიტიკოსებისადმი ნდობას კიდევ უფრო დააქვეითებს, რომლებიც რუსეთის იმედზე არიან და ფიქრობენ, რომ კრემლის დახმარებით საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებენ.
"კოკოითის განცხადებებით ნათელი კიდევ ერთხელ გახდა, თუ სეპარატისტებს რის იმედიც აქვთ", - აღნიშნა ცინცაძემ.