დღეს, 22 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში გაიმართება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია პრაღაში 16 ოქტომბერს გამართული მოლაპარაკებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის ინფორმაციის მოსმენა.
სხდომაზე მოწვეულნი არიან აღმასრულებელი სტრუქტურების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.